TLA

Text-Link-Ads არის Sape–ის ანალოგიური, ბმულების ყიდვა–გაყიდვის ბირჟა იმ განსხვავებით, რომ ის წამყვანია არა რუსეთის მაშტაბით, არამედ მსოფლიო დონის ლიდერია თავის დარგში. სერვისი განკუთვნილია შემოსავლის მაძიებელი და ოპტიმიზატორი ვებმასტერებისათვის. მოთხოვნები უფრო მკაცრია. იმისათვის, რომ თქვენი საიტი მიიღონ პროგრამაში და უფლება მოგეცეთ განათავსოთ ფასიანი ლინკები თქვენს ვებგვერდზე, იგი უნდა იყოს ინგლისურენოვანი და მისი PR(პეიჯ რანკი) არ უნად იყოს 3–ზე ნაკლები. სამაგიეროდ თქვენ მიიღებთ გაცილებით დიდ შემასავალს. ყველაზე დაბალრეიტინგიანი გვერდით (PR–3, გასართობი თემატიკა და ა.შ.) თქვენ გარანტირებული გაქვთ 15 დოლარი თვეში ერთ განთავსებულ პატარა ტექსტურ ლინკში მთავარ გვერდზე. ზოგიერთ გვერდში ფასმა შეიძლება 100 დოლარს გადააჭარბოს. თუ განათავსებთ 5 ან 10 ლინკს, არ უნდა იყოს ცუდი შემოსავალი ერთი გვერდისთვის. გაიარეთ რეგისტრაცია, შეიყვანეთ თქვენი საიტების მისამართები და მოდერაციის სემდეგ თქვენ მიღებთ წერილს, სადაც ეწერება ფიქსირებული ფასი კონკრეტული გვერდისთვის.
რეგისტრაცია